logo_geo
აშშ-მა ნაცისტური ბანაკის ყოფილი მცველი, 95 წლის იაკოვ პალი გერმანიაში გააძევა
- +

21 აგვისტო. 2018. 20:13

 

აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურმა დააკავა და გერმანიაში გააძევა ნიუ-იორკში მცხოვრები მამაკაცი, რომელიც პოლონეთში ნაცისტური ბანაკის ყოფილ მცველად მიიჩნევა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

 

პოლონეთში დაბადებული იაკოვ პალი ამჟამად 95 წლისაა. ის აშშ-ში საცხოვრებლად 1949 წელს გადასახლდა. მან ნაცისტურ რეჟიმთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია დამალა და რვა წლის შემდეგ აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო. 2001 წელს პალიმ იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ 1943 წელს გერმანიის მიერ ოკუპირებულ პოლონეთში ტრავნიკის ბანაკში წვრთნა გაიარა.

 

აშშ-ის სასამართლომ 2003 წელს პალია აშშ-ის მოქალაქეობა ჩამოართვა, 2004 წელს კი, მისი დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ევროპულმა ქვეყნებმა მის მიღებაზე უარი განაცხადეს.

 

იაკოვ პალი ტრავნიკის ბანაკში მცველად მუშაობდა, სადაც 1943 წლის 3 ნოემბერს 6 000 ებრაელი მოკლეს.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი