logo_geo
რუსეთში უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული პირები დააკავა
- +

22 აგვისტო. 2018. 12:42

 

 

რუსეთში, ნორილსკში, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული პირები დააკავა.

 

როგორც უწყებაში აღნიშნეს, დაჯგუფება ორიენტირებული იყო „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიაზე და ისინი დაკავებული იყვნენ პირების გადაბირებით საომარი მოქმედებების ზონაში ტერორისტების მხარეს საბრძოლველად.

 

სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან ექსტრემისტური ლიტერატურა, საბანკო ბარათები და კავშირგაბმულობის მოწყობილობები ამოიღეს.

 

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე ტერორისტული საქმიანობისთვის ხელშეწყობის მუხლით აღძრა.

 

 

big_banner
არქივი