logo_geo
გრენლანდიასთან უძველესი და ყველაზე სქელი ყინული დნება
- +

22 აგვისტო. 2018. 18:37

 

 

კლიმატოლოგების თქმით, გრენლანდიის ჩრდილოეთ მრავალწლიანი და ყველაზე სქელი ყინული ქრება. სპეციალისტების თქმით, ამან შესაძლოა არქტიკულ სელაპებსა და თეთრ დათვებს საფრთხე შეუქმნას. ამის შესახებ Science Alert-ი წერს.

 

თანამგზავრით გადაღებული კადრები აჩვენებს, რომ ყინული, რომელიც არქტიკის ნაწილს ფარავს, დროთა განმავლობაში გათხელდა. სპეციალისტების თქმით, აგვისტოს დასაწყისში ამის გამო ზღვის ზედაპირი გაიხსნა, რომელიც მანამდე ყინულით იყო დაფარული.

 

მანამდე მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ ამ რეგიონში მრავალწლიანი ყინული კიდევ დიდხანს იქნებოდა. სპეციალისტები ყინულის დნობას ჰაერის ტემპერატურის ზრდას უკავშირებენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი