logo_geo
მსაჯმა მატჩის დროს ფეხბურთელი გადაარჩინა
- +

22 აგვისტო. 2018. 21:48

 

 

არგენტინის მეოთხე დივიზიონის ერთ-ერთი შეხვედრისას მატჩის მთავარმა არბიტრმა იელ ფალკონმა ფეხბურთელი ისაის ორალიაგე გადაარჩინა.

 

„სან მიგელსა” და „დეფენსორეს უნიდოსს” შორის შეხვედრისას მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები ერთმანეთს შეეჯახნენ, ორალიაგემ გონება დაკარგა. დაშავებულ ფეხბურთელს მატჩის მთავარმა არბიტრმა მაშინვე პირველადი დახმარება გაუწია. მოგვიანებით მოედანზე ექიმები შევარდნენ, რომლებმაც დაშავებული ფეხბურთელი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, ორალიაგეს სიცოცხლე სწორედ ფალკონის სწრაფმა რეაქციამ გადარჩინა.

 

იელ ფალკონი: „დავინახე, რომ ფეხბურთელს კრუნჩხვები დაეწყო. ასეთ დროს, გარდაცვალების მიზეზი ენის გადაყლაპვა ხდება, სწორედ ამიტომ მას პირველადი დახმარება გავუწიე და შემდგომ მივეცი უფლება ექიმებს ემოქმედათ”.

 

 

big_banner
არქივი