logo_geo
კეპა არისაბალაგა პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა
- +

22 აგვისტო. 2018. 21:50

 

 

23 წლის ბასკი მეკარე კეპა არისაბალაგა რევუელტა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა მას შემდეგ, რაც ბილბაოს „ათლეტიკი“ დატოვა და ლონდონის „ჩელსიში“ გადავიდა.

 

ლონდონურმა კლუბმა კეპას სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გაიღო და ახალგაზრდა გოლკიპერიც პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა, არადა რამდენიმე კვირის წინ ეს ტიტული ბრაზილიელმა ალისონმა მოიპოვა, რომელიც „ლივერპულმა“ 62.5 მილიონ ევროდ შეიძინა.

 

კეპა არისაბალაგას ტრანსფერი კიდევ ერთხელ მოწმობს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „ჩელსის“ ძირითადი მეკარე ტიბო კურტუა დატოვებს და დიდი ალბათობით მადრიდის „რეალში“ განაგრძობს კარიერას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი