logo_geo
ადრიანო ჩელენტანო საქართველოში არ ჩამოვა!
- +

23 აგვისტო. 2018. 21:11

 

ცნობილი იტალიელი მომღერალი და მსახიობი ადრიანო ჩელენტანო საქართველოში გასტროლებს არ გეგმავს.

 

ჩელენტანოს მეუღლემ, კომპანია Clan Celentano-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კლაუდია მორიმ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია რუსეთსა და საქართველოში მუსიკოსის მომავალი კონცერტების შესახებ.

 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ჩელენტანოს კონცერტის შესახებ, რომელიც 2019 წლის მარტში უნდა ჩატარებულიყო. კონცერტის ბილეთების გაყიდვა 28 აგვისტოდან უნდა დაწყებულიყო.

 

„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ინფორმაციას, რომ ადრიანო ჩელენტანო აპირებს კონცერტის ჩატარებას რუსეთში ან მსოფლიოს რომელიმე სხვა ქვეყნაში. სამწუხაროდ, არიან თაღლითები, რომლებიც ასე იქცევიან, მაგრამ ჩვენ არავითარი ურთიერთობა არ გვაქვს მათთან ან სხვა ვინმესთან, ვინც თავს ასაღებს ადრიანო ჩელენტანოს კონცერტების ორგანიზატორად", — განაცხადა მორიმ „Sputnik-იტალიასთან“ ინტერვიუში.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი