logo_geo
ამაზონის ტყეში ინდიელთა ტომი იპოვეს, რომლებიც ცივილიზაციასთან კონტაქტზე არ გამოდიან
- +

24 აგვისტო. 2018. 19:03

 

 

ბრაზილიის ნაციონალურმა ფონდმა დრონით კამერით აღბეჭდილი ინდიელთა ტომის ვიდეო გამოაქვეყნა. მათი თქმით, ვიდეოზე ასახულია ამაზონი ტყეში ბინადარი მანამდე უცნობი აბორიგენი ტომი.

 

ვიდეოზე ჩანს, რომ ტყეში მიდის ადამიანი გრძელ ნივთთან ერთად. ფონდმა ასევე გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც მკვლევრებმა გადაიღეს. მასზე ნაჩვენებია სავარაუდოდ ინდიელების საცხოვრებელი სახლი, ნავები და პრიმიტიული ინსტრუმენტები.

 

ფონდის ცნობით, რეგიონში 11 ტომი ცხოვრობს, რომლებიც სულ ცოტათი კონტაქტში შედიან ცივილიზაციასთან, თუმცა კიდევ რვა, კონტაქტზე არ გამოდის.

 

ივლისში, ამაზონში საკუთარი ტომის უკანასკნელი ცოცხალი წარმომადგენელი კაცი ნახეს და ჩუმად ვიდეო გადაუღეს. ინდიელთა ეროვნული ფონდის ინფორმაციით, კაცი ტყეში 22 წელია მარტო ცხოვრობს. დაკავშირებულია თუ არა ეს კაცი ნაპოვნ უცნობ ტომთან ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი