logo_geo
ჯონ ლენონის ჰიტის IMAGINE დემო ვერსია გავრცელდა
- +

25 აგვისტო. 2018. 12:41

 

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის ჯონ ლენონის საკულტო ჰიტის Imagine აქამდე გამოუქვეყნებელი დემო ვერსია გავრცელდა. კომპოზიცია არტისტის ამავე სახელწოდების ალბომის ბოქს-სეტში იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 5 ოქტომბერს ჩაეშვება. სპეციალურ გამოცემაში 6 დისკი შევა, რომლებიც ლენონის 140 კომპოზიციის გარემიქსებულ, განახლებულ და დემო ვერსიებს მოიცავს.

 

ლეგენდარული ჯგუფის The Beatles ყოფილმა წევრმა, ჯონ ლენონმა თავისი პირველი ბენდი The Quarrymen თინეიჯერობისას, თანასკოლელებთან ერთად ჩამოაყალიბა. მუსიკოსი საზოგადოებამ ჯგუფ „ბითლზში“ მოღვაწეობით გაიცნო. 1968 წელს, კოლექტივში ყოფნის პარალელურად, მან სოლო კარიერა დაიწყო. ლენონი ისეთი საკულტო ჰიტების ავტორია, როგორებიცაა Imagine, Working Class Hero, Happy Xmas (War Is Over) და ა.შ. არტისტი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს.

 

 

 

 

 

წყარო: popmusic.ge

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი