logo_geo
ელბრუსის მთებში 31 წლის წინ დაკარგული ალპინისტის ცხედარი იპოვეს
- +

25 აგვისტო. 2018. 20:22

 

ელბურსის მთებში ალპინისტის ნაშთები იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ ზვავის ჩამოწოლის დროს 31 წლის წინ დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, ცხედარი 4 ათასი კილომეტრ სიმაღლეზე ტურისტების ჯგუფმა იპოვა.

 

დაღუპულის ქურთუკის ჯიბეში პასპორტი იდო. ქალის სახელი ელენა ბაზიკინაა, რომელიც ლენინგრადში ცხოვრობდა და 1951 წელს იყო დაბადებული.

 

1987 წელს, რეგიონში სადაც ცხედარი იპოვეს, ზვავის ქვეშ 7 ალპინისტი მოჰყვა. ელენა ბაზიკინა ჯერჯერობით ერთადერთია, რომელიც ამ ჯგუფიდან იპოვეს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი