logo_geo
როგორ ვათქმევინოთ უარი Yahoo-ს ჩვენი ელ-ფოსტის თვალთვალზე?!
- +

29 აგვისტო. 2018. 23:30

 

დღეს The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Yahoo Mail-ი მომხმარებლების ელექტრონული ფოსტის თვალთვალს და მონაცემებს რეკლამის დამკვეთებზე გაყიდვას განაგრძობს. ამის შესახებ The Verge-ი წერს.

 

იმისთვის, რომ Yahoo-მ ჩვენი ელექტრონული საფოსტო ყუთის თვალთვალი შეწყვიტოს და მოპოვებული ინფორმაცია რეკლამის დამკვეთებზე არ გაყიდოს რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.

 

როგორ ვათქმევინოთ უარი Yahoo-ს ჩვენი ელ-ფოსტის სკანირებაზე:

 

  1. ამისთვის Ad Interest Manager page-ზე უნდა შევიდეს მომხმარებელი და Opt Out ღილაკს დააჭიროს, რითაც ის კომპანიას გარკვეულწილად აუკრძალავს თავის სარეკლამო სურვილებს გაეცნოს. გვერდი პარამეტრების გრაფაში არ არის განთავსებული, რაც მას რთულად მოსაძიებელს ხდის.

 

  1. მას შემდეგ რაც მომხმარებელი უარს (Opt Out) იტყვის, რომ Yahoo თავის სარეკლამო სურვილებს გაეცნოს მან კიდევ ერთხელ უნდა გაიმეოროს ანალოგიური პროცედურა, ოღონდ ეს On Yahoo-დან უნდა გააკეთოს.

 

პროცედურის გავლის შემდეგ საფოსტო ყუთის მფლობელი უარს ამბობს კომპანიამ მომხმარებლის სარეკლამო ინტერესების შესახებ შეიტყოს.

 

იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი Opt Out ღილაკს მხოლოდ Acros the web განყოფილებიდან დააჭერს Yahoo კვლავ განაგრძობს საფოსტო ყუთის სკანირებას და მოპოვებული მონაცემების რეკლამის დამკვეთებზე გაყიდვას.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი