logo_geo
Facebook-მა ვიდეო პლატფორმის სერვისი აამოქმედა
- +

30 აგვისტო. 2018. 22:31

 

 

Facebook-მა ვიდეო სტრიმინგის სერვისი Watch Video წარადგინა. სოცქსელმა სიახლის გლობალურად ჩაშვება აშშ-ში ერთწლიანი ფუნქციონირების შემდეგ გადაწყვიტა. ამის შესახებ BBC წერს.

 

სიახლის მეშვეობით მომხმარებლები შეძლებენ შოუების ფართო სპექტრიდან სასურველი აირჩიონ და მას ნებისმიერ დროს უყურონ. ახალი ამბების კედლიდან (News Feed) შესაძლებელია სასურველი ვიდეოს შენახვა და მისი მოგვიანებით ნახვაც.

 

Facebook-ი გეგმავს ნებისმიერი პროდუქციის შემქმნელს სარეკლამო ჭრის განთავსების საშუალება იქამდე მისცეს, სანამ ისინი გარკვეულ ნიშნულს არ მიაღწევენ.

 

აქამდე ამის შესაძლებლობა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის გამომცემლებს ჰქონდათ.

 

კონკრეტული სერვისით ამ ეტაპზე მხოლოდ დიდი ბრიტანეთი, აშშ, ირლანდია, ავსტრალია და ახალი ზელანდია სარგებლობს.

 

რეკლამიდან შემოსული თანხა ორად იყოფა, საიდანაც სარეკლამო თანხის 55% მის გამომცემელს, 45% კი სოცქსელს რჩება.

 

ახალი სერვისით Facebook-ი ცდილობს ისეთ დიდ კომპანიებს გაუწიოს კონკურენცია, როგორიც YouTube-ი, Netflix-ი და თუნდაც სხვა სატელევიზიო არხებია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი