logo_geo
„რატომ ვარ მე, ჯამბულ გაცემლიძე ყველაზე დაჩაგრული კაცი ამ ქვეყნად?“
- +

10 იანვარი. 2017. 11:56



მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სოციალურ ქსელში შემოვალ და მხვდება შეკითხვა „რას ფიქრობთ?"

 

გამიჩნდა სურვილი გავცე პასუხი კითხვას...

 

რას ვფიქრობ ჩემო კარგო და... რატომ ვარ მე, ჯამბულ გაცემლიძე ყველაზე დაჩაგრული კაცი ამ ქვეყნად, რა დავაშავე ასეთი, რა ცოდვა მაქვს ჩადენილი ყვეყნის წინაშე, რომ ვერავის ხმა ვერ მივაწვდინე, ვერც ტელევიზიით, ვერც რადიოთი და ვერც საგაზეთო პუბლიკაციებით, ასე თუ ისე, მეც ვიცნობ პიროვნებებს, რომლებიც მუშაობენ, ზოგი პრლამენტში, ზოგი სამინისტროში და ასე შემდეგ, არ ღირს ჩამოთვლა... ჩემი სიცოცხლის საუკეთესო წლები შევალიე სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლას შვილის გარდაცვალებამდე და მის მერე, ასე რატომ ვარ უგულებელყოფილი ყვესაგან მითხარით მაინც, რომ ვიცოდე და იქნებ შევცვალო ჩემი სტილი სიცოცხლის გაგრძელებისა.

 

„ნაციონალს" ყურის ძირში წაუწკაპუნებენ და ატყდება ერთი ვაი ვიში „კანონმა უნდა იკანონოს" დამნაშავის ფეხ ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს. რა ხდება ხალხო, მე რატომ არ ვარ ამ ქვეყნის შვილი, ჯერჯერობით ვარ მოქალაქე ამ ქვეყნის, სადაა ის კანონი, რომელიც ჩემს უფლებებეს დაიცავს. იქნებ ჩემი გიოს სიცოცხლე უფრო მეტად ღირდა ამ ქვეყანაზე ვინემ ზოგიერთების, იქნებ სანდრო, ბუტა, ზურა, გურამ შარაძე, როინ შავაძე, გია კრიალაშვილი და კიდევ ას ორმოცდაათი ბიჭის სიცოცხლე მეტ სარგებელს მისცემდა ამ ქვეყანას ვინემ ეს გაბოროტებული ნაც კასტა და მისი წევრები...

 

დაფიქრდით ბატონებო, ადამიანი ფიქრისათვის გააჩინაო უფალმა, სამართლის ძიებას ნუ დაგვაწყებინებთ ჩვენ, ისედაც გაუბედურებულ მშობლებს, ნუ დაგვხოცავთ ლოდინის რეჟიმში... ყველანაირი მოთმინების ფიალა აივსო, ნუ ჩაგვადენინებთ იმას, რაც არ გვინდა... რასაც შურისძიება ქვია..." - წერს ჯამბულ გამცემლიძე.

 

 



 

big_banner
არქივი