logo_geo
რამდენად მარტივია ევროკავშირის მოქალაქეობის ყიდვა?
- +

3 სექტემბერი. 2018. 00:21

 

ევროკომისია ევროკავშირის მასშტაბით პროგრამის "მოქალაქეობა იყიდება" გადახედვას გეგმავს. ამის მიზეზი კორუფციის, გადასახადებისგან თავის არიდებისა და უსაფრთხოების რისკებია. BBC-მ ევროკავშირის მოქალაქეობის მიღების შესახებ ვიდეო მოამზადა. 

საინტერესოა, არსებული პირობების გათვალისწინებით, რამდენად მარტივია ევროკავშირში მოქალაქეობის ყიდვა?

დავიწყოთ იმით, რომ თქვენ შეგიძლიათ ევროკავშირის მოქალაქე გახდეთ მისი 28 წევრი ქვეყნიდან ერთ-ერთის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში. თუმცა, ყველა ქვეყანას მოქალაქეობის მინიჭების თავისი პირობები აქვს. ზოგიერთი მოქალაქეობას სოლიდური ფინანსური ინვესტიციების განხორციელების სანაცვლოდ გთავაზობთ. ეს შეიძლება იყოს სამთავრობო ობლიგაციების, ქონების ყიდვა ან სხვა სახის ინვესტიციები. ასევე შესაძლებელია ცხოვრების უფლების მიღებით მოქალაქეობის მოპოვებაც. მალტა, კვიპროსი და ბულგარეთი არის იმ ქვეყნებს

შორის, რომლებიც მსგავს პროგრამებს სთავაზობენ დაინტერესებულ პირებს.

განვიხილოთ მალტის მაგალითი: მოქალაქეობის მიღების მსურველმა ეროვნული განვითარების ფონდში 650 000 ევროს ოდენობის წვლილი უნდა შეიტანოს და 150 000 ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს მალტის სამთავრობო ობლიკაციებში ან საფონდო ბირჟაზე. ასაევე შეიძინოს მინიმუმ 350 000 ევროს ოდენობის ქონება. ამასთან, აპლიკანტი უნდა ცხოვრობდეს მალტაში მინიმუმ 12 თვის განმავლობაში.

ინვესტირების პროგრამის შედეგად 2016-2017 წლებში 386 ადამიანი გახდა მალტის მოქალაქე. მალტის მთავრობის ინფორმაციით, ამ პერიოდში მალტაში 400 მილიონი ევრო შევიდა, რაც უხეშად რომ ვთქვათ მალტის მთლიანი შიდა პროდუქტის 3,7%-ია იმ პერიოდისთვის. 

ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობას მოქალაქეობის მიღების მსგავსი პროგრამა არ აქვს. თუმცა, არის სხვა პროგრამები. მაგალითად დიდ ბრიტანეთში, ინვესტორის ვიზის მოპოვება შესაძლებელია სულ მცირე 2 მილიონი ფუნტის ოდენობის ინვესტიციების განხორციელების შედეგად. რამდენიმე წლის შემდეგ კი ინვესტორებს შეუძლიათ დიდ ბრიტანეთში დასახლების სტატუსის მიღება. 2017 წელს დიდ ბრიტანეთში 355-მა ადამიანმა მიიღო ინვესტორის ვიზა, რაც გასულ წელს გაცემული ყველა სახის სამუშაო ვიზის 0,3%-ს შეადგენს.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში მოქალაქეობის მიღება მნიშვნელოვანი ფინანსური ინვესტიციების განხორციელების შედეგად შესაძლებელია. თუმცა, სტატისტიკის მიხედვით ამ გზით მოპოვებული მოქალაქეობის შემთხვევები მცირეა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი