logo_geo
ორნელა მუტის რუსეთის მოქალაქეობა სურს
- +

4 სექტემბერი. 2018. 01:23

 

 

იტალიელმა მსახიობმა ორნელა მუტიმ აღიარა, რომ რუსეთის მოქალაქეობის მიღება სურს, რადგან ის მოსკოვშია ჩაწერილი და ხშირად ჩადის რუსეთის დედაქალაქში. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან სპექტაკლის „ბროლის სასახლისადმი“ მიძღვნილ სპექტაკლზე განაცხადა, რომელშიც ანა იოანოვნას როლს ასრულებს.

 

მუტის თქმით, დედის მხრიდან მისი წინაპრები წარმოშობით რუსები იყვნენ. „ბაბუაჩემი რუსეთის მეფის ერთ-ერთი ექიმი იყო, ბებია კი პიანისტი. ოჯახში ასევე გვყავს მომღერალი. შესაძლოა, ჩვენ ასეთი არტისტულები რუსული ფესვების წყალობით ვართ"- აღნიშნა მსახიობმა.

 

ორნელა მუტიმ 2016 წელს მოსკოვში ბინა შეიძინა. მსახიობმა რუსეთის მოქალაქეობის მიღების სურვილი მაშინაც გამოთქვა.

 

გასული წლის ივლისში იტალიის ქალაქ ტრიესტის სააპელაციო სასამართლომ მსახიობ ორნელა მუტის პირობითი სასჯელი შეუფარდა იმის გამო, რომ 2010 წელს მან ყალბი ბიულეტენი გააკეთა ვლადიმერ პუტინთან ვახშმზე დასასწრებად. მაშინ პუტინი რუსეთის პრემიერმინისტრის პოსტს იკავებდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი