logo_geo
იაპონიაში ტაიფუნის გამო 700-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო
- +

4 სექტემბერი. 2018. 14:35

 

იაპონიას ტაიფუნი „ჯები“ დაატყდა თავს.

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად, ოსაკას პრეფექტურაში კანსაის საერთაშორისო აეროპორტი დაიტბორა. წყალქვეშ არის მოქცეული ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, აეროპორტის საპარკინგე ზონა და ტერმინალის მიწისქვეშა სართული.

 

სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 216 კილომეტრს აღწევს. ტაიფუნის გამო იაპონიის დასავლეთ პრეფექტურებში 700-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო. ქალაქ ოსაკაში შეჩერებულია მატარებლების მოძრაობა, დახურულია პარკები და სავაჭრო ობიექტები.

 

 

 

big_banner
არქივი