logo_geo
ბრბომ ბავშვების გატაცებაში შეცდომით ბრალდებულები ცოცხლად დაწვა
- +

5 სექტემბერი. 2018. 02:50

 

 

მექსიკაში, ქალაქ აკალტან-დე-ოსორიო150 ადამიანი პოლიციის შენობაში უკანონოდ შეიჭრა და მამაკაცებს ბენზინი გადაასხა. მძვინვარე ხალხის ბრბომ ბავშვების გატაცებაში შეცდომით დადანაშაულებული ორი მამაკაცი ცოცხლად დაწვა. ამის შესახებ გამოცემა The Sun იტყობინება.

 

ადგილობრივებმა პოლიციის შენობის კარი გატეხეს, პატიმრები გაკოჭეს და გარეთ გამოიყვანეს, საწვავი მოასხეს ავტომობილს, რომელშიც ისინი თავდაპირველად იპოვეს, შიგ ჩასვეს, შემდეგ კი დაწვეს. გარდაცვლილები 56 წლის ალბერტო ფლორეს მარაპესი და მისი 21 წლის ნათესავი – რიკარდო ფლორეს როდრიგესი იყვნენ.

 

მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი არანაირ დანაშაულთან არ ყოფილან კავშირში. სხვადასხვა მედიის ინფორმაციის თანახმად, მამაკაცები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და მოიტყუეს, რომ გატაცებასთან კავშირი ჰქონდათ. პოლიციამ მათ დასაცავად, ვერაფერი მოიმოქმედა.

 

 

 

big_banner
არქივი