logo_geo
მონიკა ლევინსკი ბილ კლინტონის რომანის გახსენების გამო ჟურნალისტზე განაწყენდა და გადაცემიდან წავიდა
- +

5 სექტემბერი. 2018. 03:25

 

 

მონიკა ლევინსკი ჟურნალისტზე განაწყენდა და გადაცემიდან წავიდა.

 

ლევინსკის პროტესტი წამყვანის მიერ მონიკა ლევინსკის და ბილ კლინტონის რომანის შესახებ სკანდალური ისტორიის გახსენებას მოჰყვა.

 

წამყვანმა ლევინსკის ჰკითხა, მოუხადა თუ არა შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა მას ბოდიში იმ მორალური ზიანის გამო, რომელიც 20 წლის წინ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა.

 

მონიკა ლევინსკიმ პასუხზე უარი განაცხადა, მიკროფონი მოიხსნა და სტუდია დატოვა. მოგვიანებით კი განმარტა, რომ ჟურნალისტმა პროფესიული ეთიკა დაარღვია.

 

როგორც ირკვევა, ინტერვიუს კითხვები წინასწარ იყო შეთანხმებული და მოლაპარაკებისას  მონიკა ლევინსკიმ ამ შეკითხვის ინტერვიუდან ამოღება მოითხოვა, რაზეც ჟურნალისტისგან თანხმობა მიიღო.

 

big_banner
არქივი