logo_geo
რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
- +

5 სექტემბერი. 2018. 12:14

 

 

რუსეთში, ურალის რეგიონში 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 06:00 საათზე დაფიქსირდა. ინფორმაციას რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ერთიანი გეოფიზიკური სამსახური ავრცელებს.

 

როგორც რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენელმა მედიას განუცხადა, მიწისქვეშა ბიძგები ჩელიაბინსკის და ბაშკირიის ოლქების 15 მუნიციპალიტეტში იგრძნობოდა.

 

მისი ინფორმაციით, შენობა-ნაგებობების ნგრევის ფაქტი გამოვლენილი არ არის, თუმცა გამოკვლევა გრძელდება.

 

ამასთან, როგორც რეგიონის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა ევგენი სავჩენკომ განაცხადა, კატავ-ივანოვსკში საქალაქო საავადმყოფოდან ადამიანების ევაკუაცია მოხდა, რადგან შენობის კედლები გაიბზარა. როგორც რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა მარია ხვოროსტოვმა განაცხადა, მიწისძვრის შედეგად საავადმყოფოს ქირურგიული კორპუსი გაიბზარა.

 

ასევე კატავ-ივანოვსკში რამდენიმე საბავშვო ბაღის და საჯაროს სკოლის შენობები დაიბზარა. სულ 12 სოციალური ობიექტი დაზიანდა.

 

 

big_banner
არქივი