logo_geo
ლონდონის აეროპორტის თანამშრომლებმა ფრედი მერკურის დაბადების დღე ცეკვით აღნიშნეს
- +

5 სექტემბერი. 2018. 18:35

დღეს „Queen“-ის ლეგენდარული ვოკალისტის ფრედი მერკურის დაბადების დღეა.

 

ლონდონის ჰითროუს აეროპორტის ბარგის გადამტანებმა ფრედი მერკურის დაბადების დღე „I want to break free“-ზე ცეკვით აღნიშნეს.

 

თანამშრომლებს სახეზე ულვაშები ჰქონდათ მიმაგრებული, ტანსაცმელი კი მერკურის მსგავსად ეცვათ.

 

ფრედი მერკური 1970 წლამდე, სანამ ჯგუფ „Queen“-ს შეუერთდებოდა, სწორედ ლონდონის ჰითროუს აეროპორტში ბარგის გადამტანად მუშაობდა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი