logo_geo
იტალიაში ქალაქის მერმა დამნაშავე თავად განაიარაღა
- +

5 სექტემბერი. 2018. 23:17

 

 

იტალიაში ქალაქ სოვერეტოს მერმა თავად განაიარაღა მიგრანტი, რომელიც ადგილობრივს თავს დაესხა და მისთვის თავში ბოთლის ჩარტყმას ცდილობდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

მერი ერნესტო ალეჩი ამბობს, რომ ის სამუშაო შეხვედრიდან ბრუნდებოდა, როცა ერთ-ერთ მოსახვევში ორი მოჩხუბარი ადამიანი დაინახა. „თავიდან ჩვეულებრივი კამათი მეგონა, მაგრამ დავინახე, რომ ერთმა მათგანმა მიწიდან ბოთლი აიღო და მეორეს დარტყმა დაუპირა. შემდეგ კი ჩემსკენაც გამოიწია. არ ვარ მშიშარა ადამიანი. ბოქსი კი რეფლექსების და რეაქციების დონეზე გამოვიდა“, - აცხადებს ქალაქის მეთაური.

 

მერმა თავმდამსხმელი დააკავა და ის პოლიციის მისვლამდე მიწაზე ჰყავდა დაწვენილი. მერს ჩხუბის შედეგად ხელზე ნაკაწრები დარჩა.

 

დაკავებული აზიიდან მიგრანტი აღმოჩნდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი