logo_geo
სამეფო ოჯახის ვებგვერდიდან დედოფალ ელისაბედ II-ს გარდაცვალების შესახებ განცხადება მოხსნეს
- +

10 იანვარი. 2017. 20:01



სამეფო ოჯახის ვებგვერდზე დედოფალ ელისაბედ II-ს გარდაცვალების შესახებ განათავსეს ინფორმაცია, რომელიც მალევე მოხსნეს საიტიდან. დედოფლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ უარყვია სამეფო ოჯახს.


სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ინფორმაციის მოხსნამდე მოასწრეს სამეფო ოჯახის ინტერნეტგვერდის კოპირება, დედოფლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის ჩახსნამდე. როგორც ჩანს, განცხადება დედოფლის გარდაცვალების შესახებ პრინც ჩარლზს ეკუთვნოდა.


„დედოფალი ელისაბედ II სააკუთარ რეზიდენციაში, სანდრინჰემის სასახლეში ძილის დროს გარდაიცვალა", - ნათქვამია განცხადებაში. ვებგვერდიდან მოსხნილი განცახადების ტექსტი დეტალურად აღწერდა დედოფლის გარდაცვალების გარემოებებს.


მედიასაშუალებების ცნობით, დედოფლის ოჯახის წევრები ჯერ არ რეაგირებენ გავრცელებულ ცნობებზე. მომხდართან დაკავშირებით არც სამეფო ოჯახის ვებგვერდის ადმინისტრაცია აკეთებს განცხადებას. თავად ბრიტანელებს რაც შეეხება, მათ ტვიტერებზე გაკეთებული განცხადებების თანახმათ, დარწმუნებული არიან დედოფლის გარდაცვალებაში.


უცხოური მედია არც იმას გამორიცხავს, როს ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა.


ტრადიციულად, დედოფალი ელისაბედ II ოჯახის წევრებთან ერთად საშობაოდ ეკლესიას სტუმრობს. გასულ შობას დედოფალი საჯაროდ არ გამოჩენილა, რის მიზეზადაც მისი შეუძლოდ ყოფნა დასახელდა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი