logo_geo
ლურჯი თუთიყუში „არა“ გადაშენდა
- +

9 სექტემბერი. 2018. 15:24

 

თუთიყუშის სახეობა, ლურჯი „არა“ ცნობილი გახდა Disney-ს ანიმაციით „რიო“. სიუჟეტის მიხედვით, აშშ-ში მცხოვრები თუთიყუში, სახელად Blu გაიგებს, რომ ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში ცხოვრობს მისი სახეობის უკანასკნელი წარმომადგენელი და მასთან შესახვედრად ბრაზილიაში მიემგზავრება. მაშინ, როცა ფილმი გადაიღეს, 2011 წელს, თუთიყუშის ეს სახეობა ჯერ კიდევ არსებობდა დედამიწაზე, BirdLife International-ის ახალი კვლევის მიხედვით კი, ლურჯი თუთიყუში „არა“ უკვე გადაშენდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

 

 

მეცნიერები განმარტავენ, რომ თუთიყუშის გადაშენების მიზეზი ტყეების მასიური ჩეხვაა.

 

ამ სახეობის თუთიყუშები ბრაზილიაში ცხოვრობდნენ, ბინადრობდნენ ტყეებში, ხეების ფუღუროებში. საშუალოდ 2 კვერცხს დებდნენ, იკვებებოდნენ მცენარის ნაყოფითა და თესლით.

 

BirdLife International-ის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე ათწლეულში მსოფლიოში სხვადასხვა სახეობების გადაშენების სტატისტიკამ იმატა, რასაც ადამიანის გარემოზე უხეში ზემოქმედებით ხსნიან.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი