logo_geo
„სამეფო კარის თამაშები“ „ემის“ ტრიუმფატორი გახდა
- +

9 სექტემბერი. 2018. 16:17

 

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში Creative Arts Emmy Awards-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. HBO-ს „სამეფო კარის თამაშები“ კი „ემის“ ტრიუმფატორი გახდა. ამის შესახებ Variety წერს.

 

სერიალი 22 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, აქედან შვიდში კი გაიმარჯვა. 4 ჯილდო მიიღო FX-ს მინისერიალმა „ვერსაჩეს მკვლელობა“.

 

დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესის ცენტრში კინოთეატრ Microsoft-ში ჩატარდა. „ემის“ მთავარი ქანდაკებების გადაცემა 17 სექტემბერს NBC- ის ეთერით გადაიცემა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი