logo_geo
„კალიარის“ ყოფილი ფეხბურთელი კრისტიან პოპიელა ავარიაში დაიღუპა
- +

10 სექტემბერი. 2018. 22:38

 

იტალიის საფეხბურთო კლუბ „კალიარის“ ყოფილი ფორვარდი კრისტიან პოპიელა ავარიაში დაიღუპა. პოლონელი ფეხბურთელი 20 წლის იყო. ამის შესახებ Football Italia წერს.

 

შემთხვევა პოლონეთში მოხდა. პოპიელამ საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. გავრცელებული ცნობით, მან საჭე ვერ დაიმორჩილა. ფეხბურთელი ადგილზე გარდაიცვალა.

 

პოპიელა „კალიარის“ შემადგენლობაში 2016 წელს თამაშობდა, შემდეგ ის სამშობლოში დაბრუნდა და კარიერა „სტალში“ გააგრძელა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი