logo_geo
ინსტაგრამის პოპულარული მოდელი კირზაიდა როდრიგესი გარდაიცვალა
- +

10 სექტემბერი. 2018. 23:25

 

მოდის ბლოგერი და მოდელი, 39 წლის კირზაიდა როდრიგესი, რომელიც დომინიკის რესპუბლიკაში ცხოვრობდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი „ინსტაგრამის“ გვერდზე დაწერეს.

 

გარდაცვალების მიზეზი კუჭის კიბოა.

 

„შენ მსოფლიოში უამრავ ადამიანს შთააგონებდი. იყავი არა მხოლოდ სამაგალითო და ცნობილი, არამედ გასაოცარი შვილი, დედა და მეგობარი. ძალიან გვწყდება გული, მაგრამ ვიცით, რომ მეტად აღარ მოგიწევს ტკივილის ატანა. მუდამ გვეყვარები“, - წერია მოდელის „ინსტაგრამზე“.

 

კირზაიდა როდრიგესის პოსტებს „ინსტაგრამზე“ 415 ათასამდე ადამიანი ადევნებდა თვალს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი