logo_geo
აშშ-ის დედაქალაქსა და რამდენიმე შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
- +

11 სექტემბერი. 2018. 22:33

 

 

ქარიშხალ „ფლორენსის“ მოახლოებასთან დაკავშირებით, აშშ-ის დედაქალაქის მერმა ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

მანამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში, ვირჯინიასა და მერილენდის შტატებში. აღნიშნული შტატებიდან მილიონამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

 

ქარიშხლის სიძლიერე 5 ბალიდან 4 ბალით არის შეფასებული. თუმცა ის თანდათანობით უფრო ძლიერდება.

 

შტორმთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაფრთხილებების შესახებ დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც ქარიშხლის წინააღმდეგ მომზადების პროცესის შესახებაა საუბარი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი