logo_geo
დასახელდა ქვეყნები, სადაც ადამიანები უარყოფით ემოციებს ყველაზე ხშირად განიცდიან
- +

12 სექტემბერი. 2018. 19:33

 

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ერაყი და სამხრეთ სუდანი-  ეს ის ქვეყნებია, სადაც ადამიანები უარყოფით ემოციებს ყველაზე ხშირად განიცდიან. ამის შესახებ ამერიკულ კვლევითი კომპანია Gallup-ის ანგარიშში წერია.

 

კვლევისას გამოკითხვა 146 ქვეყანაში ჩატარდა. რესპონდენტთა მესამედზე მეტი ამბობს, რომ ისინი განიცდიან სტრესსა და შფოთვას, ხოლო გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ ისინი გრძნობდნენ ფიზიკურ ტკივილს. დაახლოებით 20% საუბრობდა მწუხარებასა და აღშფოთებაზე.

 

დასახელდა ასევე ის ქვეყნები, სადაც ადამიანი ყველაზე ნაკლებად გრძნობენ ნეგატიურ ემოციებს. ეს ქვეყნებია: ტაივანი, ესტონეთი, ახალი ზელანდია, შვედეთი, პოლონეთი.

 

Gallup-ი აღნიშნავს, რომ 2017 წელს მსოფლიოში, უფრო მეტად უარყოფითი ემოციები განიცადეს, ვიდრე დადებითი. ინსტიტუტი ემოციების კვლევას 2006 წლიდან ატარებს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი