logo_geo
ქარიშხალ „ფლორენსს“ მსხვერპლი მოჰყვა
- +

15 სექტემბერი. 2018. 02:34

 

სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა ქარიშხალ ფლორენსის გამო, რომელიც აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდა თავს. ამის შესახებ „Washingon Post“-ი იტყობინება.

 

ქალაქ უილმინგტონში სახლს, რომელშიც ოჯახი იმყოფებოდა, ხე დაეცა. დედა-შვილი ადგილზე დაიღუპა, მამა რეანიმაციაში იმყოფება.

 

პენდერის ოლქში ქალს გულის შეტევა დაემართა და მასთან ნანგრევების გამო სასწრაფო ვერ მივიდა.

 

ლენუარის ოლქში კაცი ქარიშხლის დროს გენერატორის ჩართვისას დაიღუპა.

 

 

 

 

big_banner
არქივი