logo_geo
რონალდ რეიგანის სახლი 6 მილიონ 45 ათას დოლარად გაიყიდა
- +

15 სექტემბერი. 2018. 16:16

 

 

სახლი რომელშიც შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ცხოვრობდა 6 მილიონ 45 ათას დოლარად გაიყიდა. ექსპრეზიდენტმა პირველ მეუღლესთან, მსახიობ ჯეინ უაინმანთან ერთად იქ 40 წელიწადი გაატარა.

 

შენობა ცნობილი ამერიკელი არქიტექტორის პოლ უილიამსის პროექტითაა აშენებული. სწორედ მას ეკუთვნის უამრავი ცნობილი პიროვნების, მათ შორის ფრენკ სინატრას სახლის პროექტი.

 

ექსპრეზიდენტ რეიგანის სახლი 1938 წელს აშენდა და მისი მშენებლობა 12 ათას 800 დოლარი დაჯდა.

 

მისი ახალი მფლობელის ვინაობა არ ხმაურდება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი