logo_geo
მსოფლიოს ყველაზე ცივილიზებული ქვეყნები დასახელდა
- +

16 სექტემბერი. 2018. 19:29

 

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ყველაზე განვითარებული ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა.

 

სიაში სულ 189 ქვეყანა მოხვდა. ისინი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის, განათლების და 1 სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიხედვით შეაფასეს.

 

რეიტინგის ლიდერი ნორვეგია გახდა. მეორე ადგილზე შვეიცარია გავიდა, მესამე ადგილი კი ავსტრალიამ დაიკავა.

 

ათეულში ასევე მოხვდნენ ირლანდია, გერმანია, ისლანდია, ჰონგ-კონგი, შვედეთი, სინგაპური და ნიდერლანდები.

 

საქართველო სიაში 70-ე ადგილზე მოხვდა.

 

 

 

 

big_banner
არქივი