logo_geo
კიბერთავდასხმის შემთხვევაში სტოლტენბერგი რუსეთს ქარტიის მეხუთე მუხლის გამოყენებით ემუქრება
- +

17 სექტემბერი. 2018. 13:03

 

 

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პორტალ „Axios“-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმის შემთხვევაში, NATO-ს ქარტიის მეხუთე მუხლის გამოყენება შეუძლია.

 

„ეს დამოკიდებულია კიბერთავდასხმის ბუნებაზე. მნიშვნელოვანია ჩვენი ცხადი პოზიცია, რომ საჭიროების შეთხვევაში, მეხუთე მუხლს ავამოქმედებთ. ჩვენ ასევე ვაძლიერებთ კიბერთავდაცვას“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

 

NATO-ს ქარტიის მეხუთე მუხლის თანახმად, თავდასხმა ერთ მოკავშირეზე მთელ ალიანსზე თავდასხმად განიხილება.

 

NATO-ს კოოპერატიული კიბერთავდაცვის ცენტრის უფროსი მკვლევარი სიიმ ალატალუ ამბობს, რომ ყოველწლიურად კიბერსფეროში ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის საუკეთესო სპეციალისტებს ერთად კრებენ, რათა ერთმანეთს შეეჯიბრონ და ამავე დროს ერთმანეთთან თანამშრომლობაც ისწავლონ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი