logo_geo
ავსტრიაში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა
- +

18 სექტემბერი. 2018. 14:57

 

ავსტრიაში მატარებელი სამგზავრო ავტობუსს შეეჯახა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 1 ადამიანი, 11 კი დაშავდა. ამის შესახებ „Reuters“-ი წერს.

 

შემთხვევა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ გრაცში მოხდა. ექიმების ცნობით, 8 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

 

მატარებელი სამგზავრო ავტობუსს საავტომობილო გზისა და რკინიგზის კვეთაზე დაეჯახა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი