logo_geo
ტკივილის აღქმის უნარით მცენარეები ცხოველებს ჰგვანან
- +

19 სექტემბერი. 2018. 03:38

 

 

ცნობილია, რომ მცენარის დაზიანებისას მასში სხვადასხვა ტიპის თავდაცვითი რეაქციები აქტიურდება, თუმცა ამ პროცესის დეტალები მეცნიერებისთვის ამ დრომდე უცნობი იყო.

 

ახალი კვლევის მიხედვით მცენარეებსა და ცხოველებში ტკივილის შესახებ ინფორმაცია ერთი და იგივე ნივთიერებებით ვრცელდება.

 

მეცნიერებმა კვლევის ფარგლებში სიგნალი მანათობელი ნივთიერებებით მონიშნეს, რისი საშუალებითაც მათ შეძლეს, რომ მის გავრცელებას დაკვირვებოდნენ.

 

„ჩვენ ვიცით, რომ მცენარეებში სასიგნალო სისტემები არსებობს. თუ მცენარეს ერთ ნაწილში დავაზიანებთ, ამის შესახებ ინფორმაცია მთელ მცენარეში ვრცელდება, თუმცა აქამდე არ ვიცოდით, რისი საშუალებით ხდებოდა ეს," - აცხადებენ მეცნიერები.

 

ცხოველებში გააქტიურებული ნერვული უჯრედი ამინომჟავა გლუტამატს ათავისუფლებს, რომელიც კალციუმის დამუხტული იონების საშუალებით ორგანიზმში ელექტრულ იმპულსს გზავნის.

 

ვიდეოში ვხედავთ როგორ ვრცელდება მცენარეში დაზიანების ადგილიდან სიგნალი, რომლის სიჩქარეც წამში დაახლოებით ერთი მილიმეტრია. ცხოველებში ეს სიჩქარე წამში 120 მეტრს აღწევს.

 

მეცნიერება აღმოაჩინეს, რომ მცენარის სხვადასხვა ნაწილში სიგნალის გავრცელება თავდაცვით რეაქციებს ააქტიურებს. მცენარე თავის დასაცავად სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებს გამოყოფს, რომელიც მწერებს განიზიდავს, ან ისეთ მწერებს იზიდავს, რომლებიც არა მცენარეს, მაგრამ მასზე არსებულ სხვა მწერებს ჭამენ.

 

მაგრამ რა ხერხებით ვრცელდება მცენარეში სიგნალი? მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ისევე როგორც ცხოველებში, მცენარეში სიგნალის გავრცელება გლუტამატის საშუალებით ხდება. ერთ-ერთ კვლევაში მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ მცენარეები, რომელსაც გლუტამატის რეცეპტორები არ აქვთ, სხეულში სიგნალის გადაცემას ვერ ახერხებდნენ.

 

როგორც აღმოჩნდა მცენარეებს ცხოველებთან საერთო იმაზე მეტი აქვთ, ვიდრე ჩვენ გვგონია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი