logo_geo
Daily Telegraph: პეტრო პოროშენკომ BBC-ს დიდი ბრიტანეთის სასამართლოში უჩივლა
- +

21 სექტემბერი. 2018. 12:55

 

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ტელერადიოკორპორაცია „BBC“-ს დიდი ბრიტანეთის სასამართლოში უჩივლა იმ მასალის გამო, რომლის თანახმადაც, პოროშენკომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის სანაცვლოდ 400 ათასი დოლარი გადაიხადა. ამის შესახებ გამოცემა „Daily Telegraph“ მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით წერს.

 

„საჩივარში, რომელიც დიდი ბრიტანეთის სასამართლოში შევიდა, პოროშენკოს ადვოკატები „BBC“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ ამ პუბლიკაციამ უკრაინის პრეზიდენტის რეპუტაციას სერიოზული ზიანი მიაყენა. პოროშენკოს ადვოკატების განცხადებით, „BBC“-ს არ აქვს არანაირი მტკიცებულება, რის საფუძველზეც მსგავსი ინფორმაციის გავრცელება შეიძლებოდა“, - წერს „Daily Telegraph“.

 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში ტელერადიოკორპორაცია „BBC“-მ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადვოკატმა მაიკლ კოენმა პოროშენკოს სახელით მოქმედი შუამავლებისგან სულ მცირე 400 ათასი დოლარი მიიღო, რათა აშშ-ში პოროშენკოს ვიზიტის დროს ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრა შემდგარიყო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი