logo_geo
რიანა ბარბადოსის ელჩი გახდა
- +

21 სექტემბერი. 2018. 21:42

 

 

მომღერალი რიანა ბარბადოსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახდა. კურირებას ის განათლების, ტურიზმისა და ინვესტიციების საკითხებს გაუწევს. 2008 წელს რიანა ბარბადოსის კულტურის ელჩის პოსტზე მუშაობდა და ტურიზმის სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

 

ცნობილი მომღერალი, მსახიობი, კომპოზიტორი და დიზაინერი წარმოშობით ბარბადოსიდანაა. კარიბის კუნძულოვან სახელმწიფოში ის 1988 წლის 20 თებერვალს დაიბადა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი