logo_geo
დონალდ ტრამპი: რუსეთს შეუძლია დაგვეხმაროს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში“
- +

11 იანვარი. 2017. 21:48


 


აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობასთან დაკავშირებით ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის ფაქტი, რომ რუსეთის პრეზიდენტს ტრამპი მოსწონს, აქტივია და არა პასივი. ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის დალაგებას და მოსკოვთან ერთად ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლას იმედოვნებს.


„რუსეთს შეუძლია დაგვეხმაროს „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

თუ პუტინს მოსწონს ტრამპი, ეს აქტივია და არა პასივი", - აღნიშნა ტრამპმა.



ტრამპმა ასევე დასძინა, რომ მას შეუძლია მკაცრი იყოს რუსეთთან ურთიერთობაში.


„ვის სჯერა, რომ კლინტონი უფრო მკაცრი იყო პუტინთან, ვიდრე ტრამპი?", - განაცხადა ტრამპმა. 


 

big_banner
არქივი