logo_geo
ლენინი ჰიტლერის წინააღმდეგ!
- +

22 სექტემბერი. 2018. 00:22

 

 

პერუში, პროვინცია ანცაშის ოლქ კარჰუას პატარა (3000-ზე ცოტა მეტი მცხოვრები) რაიონ იუნგარის მერის არჩევნებში პარტია Somos Perú (ესპ. Somos Peru, ქართ. პერუ-ჩვენ ვართ - აიპრესი) კანდიდატს, ჰიტლერ ალბა სანჩეს მრისხანე ოპონენტი გამოუჩნდა. ლენინ ვლადიმერ როდრიგეს ვალვერდემ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საარჩევნო კომისიას მიმართა და არჩევნებიდან ჰიტლერის მოხსნა მოითხოვა.

 

„მე კარგი ჰიტლერი ვარ" - ამბობს ჰიტლერ ალბა სანჩესი. მისი თქმით, იგი არ იცნობს მოქალაქე ლენინს, რომელიც იუნგარიდან საკმაოდ შორს ცხოვრობს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური ოპონენტები მის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას ცდილობენ.

 

„ჩვენ ყოველთვის კარგად ვიქცეოდით, ხალხი გვიცნობს". მამას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ვინ იყო ჰიტლერი, მეც საკმაოდ გვიან შევიტყვე მის შესახებ და დავაპირე კიდევაც სახელის შეცვლა, მაგრამ შემდეგ ჩავთვალე, რომ ეს მამისადმი უპატივცემულობა იქნებოდა. ამასთან, ხალხი მე, როგორც პოლიტიკოსს, უკვე მიცნობდა ჰიტლერის სახელით“, - აცხადებს ჰიტლერი, რომელიც 2011-2014 წლებში უკვე იყო იუნგარის მერი.

 

აღსანიშნავია, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნებში მშობლები შვილებს საკმაოდ ხშირად არქმევენ ცნობილი პიროვნებების სახელებს. ასე, მაგალითად, ეკვადორის ამჟამინდელი პრეზიდენტი ლენინ მორენოა, ხოლო გუშინ ბაქოში, მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში, 60 კგ წონით კატეგორიაში, ორი შეხვედრა იპონით მოიგო და შემდეგ მომავალ ჩემპიონთან, იაპონელ რიუჯუ ნაგაიამასთან დამარცხდა, ისევე როგორც ლუხუმ ჩხვიმიანი, ეკვადორელი ლენინ პრეციადო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი