logo_geo
ეშტონ კეტჩერმა ავტომობილით ბიჭი გაიტანა
- +

22 სექტემბერი. 2018. 00:22

 

 

ამერიკელი მსახიობი ეშტონ კეტჩერი ავარიაში მოყვა - მან ავტომობილით ბიჭი გაიტანა.

 

უცხოური მედიის ცნობით, შემთხვევა ლოს-ანჟელესში მოხდა და დაშავებული 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცია. ის შემთხვევას უვნებელი გადაურჩა და უფრო მეტიც, ფოტოც გამოაქვეყნა „დამნაშავესთან“ ერთად.

 

„მოულოდნელად მიწაზე დავვარდი, ხოლო როცა წამოდგომა ვცადე, ის ავტომობილიდან გადმოვიდა, ნერვიულობდა, ძალიან თავაზიანი იყო და განიცდიდა, ინტერესდებოდა რამე ხომ არ მტკიოდა. ვუპასუხე, რომ კარგად ვიყავი და მასთან ერთად ფოტოს გადაღება ვთხოვე“, - წერს სოციალურ ქსელში ლეო მარენჯი, ბიჭი, რომელსაც მსახიობი დაეჯახა. თავად კეტჩერი მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი