logo_geo
ანჯელინა ჯოლი თხოვდება - ვინ არის ჰოლივუდის ვარსკვლავის რჩეული
- +

22 სექტემბერი. 2018. 13:51

 

ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი აპირებს ცოლად გაყვეს ბრიტანელ მილიარდერს. შეყვარებულებმა უკვე გამართეს რიტუალი, რომლის დროსაც ერთმანეთს საუკუნო სიყვარული აღუთქვეს. ამ საიდუმლო ცერემონიას ჯოლის შვილებიც დაესწრნენ, რომლებიც გახარებულები არიან, ვინაიდან დედას კვლავ ბედნიერს ხედავენ. ამის შესახებ, ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით, გამოცემა New Idea იუწყება.

 

ტაბლოიდის ინფორმაციით, კანონიერად ქორწინების გაფორმებას ისინი ვერ შეძლებენ, რადგან ჯოლის ამ დრომდე არ გაუფორმებია განქორწინება ბრედ პიტთან. თუმცა, ამის მიუხედავად, წყვილმა უკვე დაიწყო მასშტაბური საზეიმო ღონისძიების დაგეგმვა, რომელიც ლონდონში უნდა გაიმართოს.

 

ჯოლის და პიტის განქორწინების პროცესი უკვე ორ წელზე მეტია მიმდინარეობს. მათ ექვსი შვილი ჰყავთ - სამი საერთო და სამი ნაშვილები. ვარსკვლავი მშობლები ვერაფრით თანხმდებიან იმაზე, თუ ვინ გახდება ბავშვების მეურვე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი