logo_geo
ოქროსფერი რეტრივერი კალიფორნიაში მერი გახდა
- +

22 სექტემბერი. 2018. 23:57

 

 

ოქროსფერი რეტრივერი, სახელად მაქსიმუსი, კალიფორნიის ქალაქ იდილვაიდის მერად აირჩიეს.

 

ძაღლის არჩევა ამ ქალაქის მაცხოვრებლებმა პირველად 2012 წელს გადაწყვიტეს. სწორედ ამ წელს პირველად უნდა გამართულიყო ქალაქის თავკაცის არჩევა, როცა აღმოჩნდა, რომ საკანონმდებლო აქტში არსებობდა ჩანაწერი იმის შესახებ, რომ კანდიდატი არ უნდა იყოს ადამიანი და იგი უნდა იყოს ძაღლი ან კატა. მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ ჩანაწერი არ შესწორდება და ძალაში დარჩება. შესაბამისად, პირველივე არჩევნებში მათმა ოთხფეხა მეგობრებმა მიიღეს მონაწილეობა. კანდიდატები იყვნენ 14 ძაღლი და 2 კატა. ამას გარდა, ამომრჩევლებს ხმის მიცემასთან ერთად, საერთო ფონდში ერთი დოლარიც უნდა შეეტანათ, რითაც ცხოველების სამაშველო სამსახურს დაეხმარებოდნენ.

 

პირველად, 2012 წელს ახლანდელი მაქსიმუსის ბიძა აირჩიეს. ერთი წლის შემდეგ, მისი დაღუპვის გამო, ხელახალი არჩევნები დაინიშნა და მერის უფლებამოსილება ჯერ კიდევ ლეკვმა მაქსიმუს მეორემ ჩაიბარა.

 

მერის მოვალეობის შესრულების გაადვილების და ხელშეწყობის მიზნით, ქალაქმა მას დამხმარე, ფილის მიულერი დაუნიშნა.

 

„ჩემი როლი, როგორც მერის თანამშრომლების უფროსის, შედგება რამდენიმე ფუნქციისგან. მათ შორისაა ქალაქისთვის შესაბამისი ხედვის არსებობაზე და განვითარებაზე ზრუნვა”, – თქვა ფილისმა​.

 

„NBC news“-ის ინფორმაციით, მერი მაქსიც და მისი დამხმარეც საზოგადოებაში ხშირად ჩნდებიან. მაქსს ხშირად დაინახავთ მის „მანქანაში“ ორ მოადგილესთან ერთად, რომლებიც, რა თქმა უნდა, ასევე ოქროსფერი რეტრივერები არიან. მერი მაქსი და მიულერი ხშირად ესწრებიან მნიშვნელოვან საქველმოქმედო და საზოგადოებრივ ღონისძიებებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი