logo_geo
აზერბაიჯანში ტალახის ვულკანი ამოიფრქვა
- +

23 სექტემბერი. 2018. 19:46

 

 

 

ბაქოსთან ახლოს ტალახის ვულკანი ოტმან-ბოზდაგი ამოიფრქვა. ამოფრქვევა ადგილობრივი დროით დილის 9 საათისთვის მოხდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

 

აზერბაიჯანის გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, არსებობს ინფორმაცია, რომ ვულკანიდან 40 მეტრის რადიუსში მიწაში ღრმა ბზარები გაჩნდა.

 

აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობით, ვულკანის სიახლოვეს ხალხი არ ცხოვრობს.

ვულკანის გამოღვიძების წინა შემთხვევა 2017 წელს იყო.

 

ტალახის ვულკანი სხვადასხვა ფორმის გეოლოგიური წარმონაქმნია, რომელიც გამუდმებით ან დროდადრო აფრქვევს ტალახს, აირს, ხშირად წყალთან და ნავთობთან ერთად. გვხვდება ნავთობიან და ვულკანურ არეებში, სადაც ფუმაროლებად გვევლინებიან და რომლებიც ჭრიან თიხასა და ვულკანურ ფერფლს. ტალახთან ერთად გამოყოფილი აირები ხშირად ქმნიან თვითაალებადობას, რასაც მოჰყვება ეგრეთ წოდებული ჩირაღდნების წარმოშობა.

 

 

 

 

big_banner
არქივი