logo_geo
მსოფლიო პატრიარქი: უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას სულ მალე მიიღებს
- +

24 სექტემბერი. 2018. 11:25

 

მსოფლიო პატრიარქის ბართლომე I-ის განცხადებით, უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას უახლოეს ხანში მიიღებს.

 

აღნიშნული განცხადება მან სტამბოლში გუშინ უკრაინის გენერალურ კონსულთან ალექსანდრე გამანთან საუბარში გააკეთა.

 

„ახლა დადგა უკრაინის ჯერი, რომელიც ავტოკეფალიას სულ მალე მიიღებს. იმედია, არსებული წინააღმდეგობის მიუხედავად, ეს მაინც მოხდება, რადგან ეს უკრაინის უფლებაა“, - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.

 

მისივე თქმით, კიევს ასეთი სტატუსის მიღების უფლება აქვს.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი