logo_geo
„საქორწილო ფატა განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებდა“ - რა საიდუმლო გაამხილა მეგან მარკლმა
- +

25 სექტემბერი. 2018. 01:30

 

 

მეგან მარკლმა გაამხილა, რომ საქორწინო კაბა, რომელიც მაისში გამართულ ცერემონიაზე მოირგო, განსაკუთრებულ დეტალს ატარებდა, რომელიც მას პრინც ჰარისთან პირველ შეხვედრას ახსენებს.

 

ჰერცოგინიის კაბა ამჯერად ITV-ის დოკუმენტურ ფილმში Queen of the World-ში გამოჩნდა, რომელშიც მეგანმა აღნიშნულ დეტალზე ისაუბრა.

 

მეგანის თქმით, საქორწილო ფატა, რომელიც მან მოირგო განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებდა. „პატარა მოცისფერო ქსოვილი ყვავილშია ჩატანებული, ის სწორედ იმ კაბის გახლავთ, რომელიც ჰარისთან პირველი შეხვედრის დროს მეცვა“ - აღნიშნა ჰერცოგინიამ.

 

აღსანიშნავია, რომ ფატა ბრიტანულ ერთა თანამეგობრობის აღსანიშნავად, 53 შტატის სახასიათო ყვავილით იყო გაფორმებული, რაც სწორედ მეგანის იდეა იყო.

 

„მე ვუთხარი კლერ უეით კელერს, დიზაინერს, თუ როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება, რადგან არ ვიცოდით თუ რომელი ყვავილები შეგვერჩია და მან გარეული ყვავილები გადაწყვიტა, ვფიქრობ, ამან გაამართლა და ნაქარგობა ულამაზესი გამოვიდა“- აღნიშნა მეგანმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი