logo_geo
ახალი ზელანდიის პრემიერის ქალიშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის დებიუტანტი გახდა
- +

25 სექტემბერი. 2018. 15:38

 

 

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი გაერო-ს გენერალური ასამბლეის სამიტს თავის ახალშობილ ქალიშვილთან ერთად ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას „Sky News“ ავრცელებს.

 

პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლისას მისი მეუღლე კლარკ გეიფორდი ბავშვთან ერთად შეხვედრების ოთახში იმყოფებოდა.

 

38 წლის ჯასინდა არდერნი ახალი ზელანდიის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერია და მეორე არჩეული ქალი-ლიდერი მსოფლიოში, რომელსაც პრემიერობის დროს ბავშვი შეეძინა. პირველი, ასეთი ქალი 1990 წელს პაკისტანში ბენაზირ ბჰუტო იყო.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლის, სტეფან დიურიაკის განცხადებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გენერალური ასამბლეის დარბაზში ახალშობილის ყოფნას მიესალმება.

 

„პრემიერ-მინისტრი არდერნი გვიჩვენებს, რომ არ შეიძლება იმაზე უკეთესი წარმომადგენელი იყო ქვეყნისთვის, ვიდრე დედობაა“, - ამბობს დიურიაკი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი