logo_geo
რუსეთში, ქმარმა ცოლი განქორწინების სურვილის გამო მოკლა და ჩემოდნით ტყეში ჩამარხა
- +

26 სექტემბერი. 2018. 01:15

 

 

რუსეთში, ჩუვაშეთის ქალაქ ჩებოქსარების პოლიციაში მამამ ქალიშვილის, ქორწინებაში მყოფი 37 წლის ორი შვილის დედის დაკარგვის შესახებ განაცხადა. მან პოლიციას დამატებით აცნობა, რომ მის ქალიშვილს ქმართან განქორწინება ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა, განქორწინების პროცესის ბოლომდე მიყვანამდე, ის ქმართან ერთად ცხოვრებას განაგრძობდა.

 

პოლიციამ საქმე აღძრა და უმოკლეს დროში გახსნა კიდევაც. დაკარგულის საცხოვრებელი სახლის ეზოში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერების შესწავლისას გამომძიებლებმა კადრებში დაინახეს პიროვნება, რომელიც აღნაგობით დაკარგულის ქმარს ჰგავდა და რომელსაც სახლის სადარბაზოდან ჩემოდანი გამოჰქონდა ტაქსში ჯდებოდა, ტოვებდა იქაურობას, გარკვეული ხნის შემდეგ კი უკან ჩემოდნის გარეშე ბრუნდებოდა.

 

საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად ქმარი პოლიციაში მიიყვანეს, სადაც მან აღიარა, რომ ერთ საღამოს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფს, ჩხუბი მოუვიდა ცოლთან განქორწინების სურვილის გამო. ჩხუბის დროს მან რამდენჯერმე დაარტყა ცოლს თავის არეშე და ბოლოს დაახრჩო. შემდეგ მან მეუღლის გვამი ჩემოდანში მოათავსა, ტაქსი გამოიძახა და მდინარე ვოლგაზე, ჩებოქსარის ყურესთან არსებულ ტყის ზოლში ჩამარხა მოკლული.

 

პოლიციელებმა მითითებულ ადგილზე გათხარეს და ჩემოდანს მოკლული ქალით მიაკვლიეს.

 

იუწყებიან, რომ მამაკაცი სამჯერაა ნასამართლევი, უკანასკნელად - დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის და რომ იგი, თოთხმეტი წლის ციხეში გატარების შემდეგ, 2014 წელს განთავისუფლდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი