logo_geo
დონალდ ტრამპი: ამიერიდან დახმარებას მხოლოდ მათ გავუწევთ, ვინც პატივს გვცემს და ჩვენი მეგობარია
- +

26 სექტემბერი. 2018. 11:19

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გამართული პოლიტიკური დისკუსიების დროს განაცხადა, რომ ამიერიდან, ვაშინგტონი მხოლოდ იმ ქვეყნებს დაეხმარება, ვინც აშშ-ის მეგობარია.

 

დონალდ ტრამპის თქმით, როდესაც საუბარია აშშ-ის უცხოურ დახმარებაზე, აშშ დიდი ოდენობის დახმარებას გასცემს.

 

„აშშ გაარკვევს, ემთხვევა თუ არა ამერიკის ინტერესებს იმ ქვეყნების ინტერესები, რომელსაც ვაშინგტონი ეხმარება. ამიერიდან დახმარებას მხოლოდ იმათ გავუწევთ, ვინც პატივს გვცემს და ვინც ჩვენი მეგობარია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციების ხარჯების 25%-ზე მეტს არ დაფარავს.

 

 

 

 

big_banner
არქივი