logo_geo
პორტუგალიაში 400 წლის წინ ჩაძირული გემი იპოვეს
- +

27 სექტემბერი. 2018. 03:23

 

 

არქეოლოგებმა პორტუგალიის სანაპიროებთან 400 წლის წინ ჩაძირული სავაჭრო გემი იპოვეს. ისტორიკოსებმა მონაპოვარს “ათწლეულის მოვლენა” უწოდებს.

 

„ისტორიკოსების აზრით, ეს ათწლეულის აღმოჩენაა. პორტუგალიისთვის კი ეს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა”, – განუცხადა სააგენტო „რეიტერს” არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა ჟორჟ ფრეირმა.

 

გემის ირგვლივ კერამიკული ჭურჭელი და პორტუგალიის დროშებით მოხატული ზარბაზნები იპოვეს.

 

არქეოლოგების ვარაუდით, გემი ინდოეთიდან ბრუნდებოდა და დაახლოებით 1575 -1625 წლებს შორის ჩაიძირა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი