logo_geo
მარსზე სიცოცხლის გიგანტური ზონა აღმოაჩინეს
- +

27 სექტემბერი. 2018. 11:56

 

 

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მარსზე რამდენიმე მილიარდი წლის წინ ჰემოსინთეტიკური მიკროორგანიზმების არსებობისთვის შესაბამისი პირობები არსებობდა. ეს მიკროორგანიზმები არაორგანული ნივთიერებების ჟანგვით იღებენ სასიცოცხლო ენერგიას. ამის შესახებ Science Alert-ი წერს.

 

მკვლევარებმა გააანალიზეს ორბიტალური აპარატის, Mars Odyssey-სგან მიღებული მონაცემები. მათ განსაზღვრეს თორიუმისა და კალიუმის შემადგენლობა პლანეტის ქერქში 4 მილიარდი წლის წინ. გაირკვა, რომ ამ დროისთვის მათი საკმარისი რაოდენობა არსებობდა წყლის რადიოსტიკისთვის.

 

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარსის ქერქში არსებობდა ზონა, სადაც შეიძლებოდა ცოცხალ ორგანიზმებს ეარსება. მისი სისქე რამდენიმე კილომეტრია. რადიოსტიკის შედეგად მასში შეიძლებოდა წყალბადის საკმარისი რაოდენობა წარმოქმნილიყო ლითოტროპული მიკრობული ეკოსისტემის შესანარჩუნებლად (SLiME) ასობით მილიონი წლის განმავლობაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი