logo_geo
Facebook-ის 50 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია შესაძლოა, ჰაკერებმა მოიპოვეს
- +

28 სექტემბერი. 2018. 22:35

 

 

კიბერთავდასხმის შედეგად ჰაკერებმა შესაძლოა, სოციალურ ქსელ facebook-ის 50 მილიონი მომხმარებლის პირადი ანგარიშებისადმი წვდომა მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად კომპანია ავრცელებს. სოციალური ქსელის ხელმძღვანელებმა პრობლემა მიმდინარე კვირას აღმოაჩინეს, რომელიც ამჟამად აღმოფხვრილია. უცნობია, მოასწრეს თუ არა ჰაკერებმა ანგარიშების გატეხვა.

 

Facebook-ში აცხადებენ, რომ არ იციან, ვინ დგას კიბერშეტევის უკან და ვერ აფასებენ მის მასშტაბებს.

 

კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ გატარებული უსაფრთხოების ზომების გამო, სოციალურ ქსელ facebook-ის 90 მილიონ მომხრებელს დღეს პირად ანგარიშზე ხელახლა შესვლა მოუწია.

 

 

big_banner
არქივი