logo_geo
სინგაპურში მოსახლეობას 511 მილიონ დოლარს ჯილდოს სახით დაურიგებენ
- +

29 სექტემბერი. 2018. 11:57

 

სინგაპურის ხელისუფლება მოსახლეობას ქვეყნის ეკონომიკაში წვლილის შეტანის გამო აჯილდოებს და 511 მილიონი დოლარის დარიგებას აპირებს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

ეს თანხა 2,8 მილიონი სრულწლოვანი მოქალაქისთვის არის გათვალისწინებული. ჯილდოს ოდენობა თითოეულზე 2017 წლის შემოსავალზე იქნება დამოკიდებული.

 

მოსახლეობა სამ ჯგუფად დაყვეს. პირველ ჯგუფში ისინი შედიან, ვისი შემოსავალიც გასულ წელს 28 ათას სინგაპურულ დოლარს არ აჭარბებდა ($20,4 ათასი). ისინი საჩუქრად 300 სინგაპურულ დოლარს ($219) მიიღებენ.

 

მეორე ჯგუფში შემავალთა შემოსავალი 100 ათას სინგაპურულ დოლარს ($73,1 ათასი) არ უნდა აჭარბებდეს. მათთვის 200 სინგაპურული დოლარია ($146,5) გათვალისწინებული. მესამე ჯგუფს, კი რომლის შემოსავალი 100 ათას სინგაპურულ დოლარს აჭარბებს, 100 სინგაპურულ დოლარს ($73) მისცემენ.

 

ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს სინგაპურის ეკონომიკა 3,6%-ით გაიზარდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი